06 ნოემბერი 2024,   05:59
ვრცლად
2017 წლისთვის სამზადისი თბილისის სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარეობს

12 საათზე ნაკლები რჩება ახალი 2017 წლის დადგომამდე. ქვეყნის მთავარი გალა კონცერტი ღამით, ვარდების მოედანზე გაიმართება, სადაც 30 ახალი სიმღერა გაჟღერდება, თუმცა მანამდე საახალწლო განწყობის შექმნა დედაქალაქის მაცხოვრებლებს განახლებული აღმაშენებლის გამზირსა და დედაენის ბაღში შეუძლიათ, სადაც მოწყობილია საახალწლო ქალაქი.

დედა ენის ბაღში დაგეგმილია სხვა სპორტული აქტივობებიც. ადგილზე სავარაუდოდ, ექსტრემალური სპორტის მოყვარულები შეიკრიბებიან.

გარდა ამისა, საახალწლო ღონისძიებები დაგეგმილია განახლებულ აღმაშენებელზე, სადაც დამონტაჟებულია დეკორატიული მატარებელი, რომლის მემანქანე არის სანტა კლაუსი და ადგილზე მოწყობილია საახალწლო ბაზრობა.

ავტორი: ნატა მახვილაძე 

დღის ამბები