წინასაახალწლო სამზადისია ევროპის ქვეყნებში. ევროპელები 2017 წელს საახალწლო კონცერტით და გრანდიოზული ფოიერვერკებით შეხვდებიან.
ტრადიციულად, ფოიერვერკების შოუთი ყველა დიდი ქალაქი ერთმანეთს ეჯიბრება და, როგორც წესი, ამ სანახაობისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ორგანიზატორები და რიგითი მოქალაქეები.
თუმცა, წელს ტერორისტული საფრთხის გამო სამზადისში სამართალდამცველებიც ჩაერთვნენ. საახალწლო ღონისძიებებზე შეკრებილი ხალხის დასაცავად ევროპის ქვეყნებმა უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს მიმართეს.
მთავარი მოედნებისა და მიმდებარე ქუჩების პატრულირებას შეიარაღებული ძალოვანები მოახდენენ.