თავდასხმა ქუთაისში - გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით, დაახლოებით 25 წლის მამაკაცს ნიღბიანი პირები იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ის სახლიდან გამოდიოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ყაჩაღობის მიზნით მოხდა.
თავდამსხმელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაზარალებულს თავის ქალა აქვს დაზიანებული და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. როგორც ექიმები ამბობენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რუსთავი 2-თან საუბრისას, შსს არ ადასტურებს, რომ თავდასხმა ყაჩაღობის მიზნით მოხდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მოქალაქეებს შორის შელაპარაკება მოხდა.
აქვე, შსს-ში განაცხადეს, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.