სხვადასხვა რეგიონის პოლიციის თანამშრომლებმა ახალი წელი 200-ზე მეტ გაჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახს მიულოცეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები გურჯაანის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრ Life Line-საც ეწვივნენ და ცენტრის ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პროდუქტები და საახალწლო საჩუქრები მიუტანეს.
აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი, დაღუპული პოლიციელების ოჯახები მოინახულეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.