01 ოქტომბერი 2024,   11:22
ვრცლად
საახალწლო კონცერტი "რუსთავი 2"-ის მაყურებლისთვის - მოვლენების ეპიცენტრი სამაუწყებლო კომპანიის ეზო იქნება

საახალწლო კონცერტისთვის რუსთავი 2-ის გუნდი ემზადება. სამაუწყებლო კომპანია მრავალფეროვან საღამოს პირდება ტელემაყურებელს.

კონცერტი კურიერის დამთავრების შემდეგ გაიმართება. საღამოს მონაწილეთა რიგებში რუსთავი 2-ის სხვადასხვა კონცერტში გამარჯვებული მონაწილეები და ასევე, არა ერთი ცნობილი მომღერალი იქნება.  

„ტრადიციაა ასევე ის, რომ ჩვენი ეზო იქნება მოვლენების ეპიცენტრი, რომელიც უკვე სადღესასწაულოდ ირთვება. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეზო არა, ეს არის ფილარმონია, ჩვენი სტუდიები, სადაც ძალიან საინტერესო მუსიკალური ნომრები იქნება. ბევრი, ძალიან კარგი სტუმარი გვეყოლება ეთერში. ვურჩევ ყველას, რომ 2017 წელს შეხვდნენ რუსთავი 2-თან ერთად,“ - აცხადებს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი.

კონცერტი 2 ადგილას გაიმართება - რუსთავი 2-ის სტუდიასა და დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც ნიკოლოზ რაჭველიც იქნება თავის ორკესტრთან ერთად.

ავტორი: სალომე ბენაშვილი.

დღის ამბები