06 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
სადღესასწაულო განწყობა თბილისში - საახალწლო ქალაქები დედა ენის ბაღსა და განახლებულ აღმაშენებელზე

9 საათზე ნაკლები რჩება ახალი 2017 წლის დადგომამდე საქართველოში. დედაქალაქში უკვე სადღესასწაულო განწყობაა. საახალწლო ქალაქებია მოწყობილი დედა ენის ბაღსა და განახლებულ აღმაშენებელზე.

განახლებულ აღმაშენებელზე გამოფენა სახელწოდებით გამოფენა ცაში გაიმართა. ადგილზე 2 დღის განმავლობაში, ყველა მსურველს შეეძლო, საკუთარი ნახატი, ან სურვილი დაემაგრებინა ჰელიუმით გაბერილ ბუშტებზე და ის რამდენიმე წუთის წინ ცაში გაუშვეს.

დღევანდელი დღის კულმინაცია იქნება გალა კონცერტი, სადაც ახალი სიმღერების პრემიერა გაიმართება. სიმღერებზე 26-მა კომპოზიტორმა იმუშავა.

გარდა ამისა, საახალწლო ღონისძიებები იმართება ასევე დედა ენის ბაღშიც, სადაც საახალწლო ქალაქია გახსნილი.

ავტორი: ნატა მახვილაძე 

დღის ამბები