01 ოქტომბერი 2024,   11:11
ვრცლად
ქუთაისელმა ახალგაზრდებმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის თანხა და საჩუქრები შეაგროვეს

ქუთაისელმა ახალგაზრდებმა სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, საახალწლო განწყობისთვის იზრუნეს და ერთი კვირის განმავლობაში სოციალური აქტივობებით, მათთვის თანხა და საჩუქრები შეაგროვეს.

ქველმოქმედებიდან შემოსული შემოწირულობები, მათ აქციის ფარგლებში შერჩეულ ოჯახებში მიიტანეს.

სოციალური აქციის მიზანი, მისი მასშტაბების გაზრდა და გავრცელება იყო. აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ სამომავლოდ გადამდები სიკეთის კეთება კვალავაც გააგრძელონ.

დღის ამბები