ჩინური ზოდიაქოს მიხედვით, 2017 წელი წითელი მამლის წლად არის მოხსენიებული. წითელი მამლის წელი გვპირდება სიმდიდრეს, სილამაზეს და ბარაქიან მომავალს.
ზოდიაქოს ცალკეული ნიშნებისთვის კი წითელი მამლის წელი ასეთი იქნება:
ვერძი
2017 წელი ვერძისთვის იქნება გართობის და თავგადასავლების პერიოდი. შესაძლოა, კარგი დრო იყოს ახალი ბიზნესის დასაწყებად. არ დაგავიწყდეთ ძვირფას ადამიანებთან ერთად დასასვენებლად წასვლა. ჯანმრთელობას ვარჯიშისა და ჯანსაღი კვებით თუ მიაქცევთ ყურადღებას, პრობლემა არ შეგექმნებათ. 2017 წელი ვერძებისთვის სიყვარულის წელია.
კურო
ეს წელი კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის მშვიდი და ჰარმონიული იქნება. ამ წელს სულიერი სიმშვიდის მოპოვებისთვის იზრუნებთ. სასიყვარულო ურთიერთობები დროებითიდან მუდმივ ურთიერთობებში გადაიზრდება.
ტყუპები
2017 წელი ტყუპებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი იქნება. არ მისცეთ ნება თქვენს ჰიპერაქტიურობას, წლის ბედნიერი მომენტები დაანგრიოს. ყურადღებით იყავით ფინანსურ საკითხებთან, დიდხანს იფიქრეთ, ვიდრე ძირეულ ცვლილებებს განახორციელებთ. ამ წელს ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, რომ თქვენ შეიძლება იპოვოთ თქვენი მეორე ნახევარი.
კირჩხიბი
2017 წელს ბევრჯერ დადგებიან რთული არჩევანის წინაშე კირჩხიბები. მოემზადეთ თქვენი ცხოვრების ბევრი ასპექტის შესაცვლელად. არ გაფლანგოთ ფული ძვირიან ნივთებში ან ისეთ საგნებში, რაც არ გჭირდებათ. თქვენს პარტნიორს შესაძლოა, თქვენი მხარში დგომა დასჭირდეს. ჯანმრთელობისა თუ ურთიერთობების სტაბილურობისთვის კირჩხიბებს ბევრი მუშაობა დასჭირდება.
ლომი
ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის 2017 წელი ზღაპრული, წარმოუდგენელი იქნება. თქვენ გექნებათ იღბლიანი და ბედნიერი წელი. ნუ დაელოდებით ზუსტ დროს სამსახურსა თუ ურთიერთობებში, უბრალოდ ისიამოვნეთ მოგზაურობით და ისწავლეთ. რა იცი, იქნებ იღბლიანი ლატარია მოიგო, რომელსაც ამდენი წელი ელოდებოდი.
ქალწული
2017 წელს ქალწულებს დასჭირდებათ საქმეების დიპლომატიურად მოგვარების უნარი. ზოგიერთმა ძველმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, პრობლემები მოგიტანოთ, თუ სწორად გადაჭრის გზებს არ გამონახავთ. კარგი დროა, დათმოთ ის ურთიერთობები, რომელიც ხვდებით, რომ არ გამოდის. მაგრამ ნუ მისცემთ დეპრესიას თქვენზე გამარჯვების უფლებას.
სასწორი
2017 წელი თქვენთვის აღმოჩენებისა და გამოგონებების წელია. მიეცით თქვენს კრეატიულ ნიჭს წარმოჩენის საშუალება. გაუზიარეთ თქვენი იდეები სხვებს, რათა უკეთ შეძლონ თქვენი ოცნებების გაგება. თქვენ იქნებით მისაბაძი მაგალითი გარშემომყოფთათვის, მაგრამ არ დაივიწყოთ თქვენს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დროის გატარებაც.
მორიელი
ვარსკვლავები გვიჩვენებენ, რომ ჩქარობთ წარსულის უკან მოტოვებას. თქვენ გაგიჩნდებათ ინიციატივა, რომ დასახოთ მიზნები და გეგმა ამის მისაღებად. სასიყვარულო თავგადასავალი ბევრი იქნება, თუმცა სერიოზული ცოტა. იკვებე ჯანსაღად, თუ გსურს ფიზიკურ და ემოციურ სრულყოფას მიაღწიო.
მშვილდოსანი
2017 წელს მშვილდოსნებს ექნებათ საკმარისი ენთუზიაზმი და ძალა იმისთვის, რომ სხარტი გონების დახმარებით წინ წაიწიონ. კარიერა და ბიზნესპროექტები ცვალებადი იქნება, თუმცა მოგებიანი. ჯანმრთელობის მხრივ შესაძლოა, ალერგიამ შეგაწუხოთ. 2017 წელი მშვილდოსნებისთვის რომანტიკული ურთიერთობებით სავსე იქნება.
თხის რქა
ვარსკვლავები თხის რქას მშვიდ და ჰარმონიულ წელს უწინასწარმეტყველებენ. მიუხედავად თხის რქების პრაქტიკული რეპუტაციისა, 2017 წელს ისინი დაინახავენ საკუთარი პიროვნების ინოვაციურ მხარესაც. სიყვარულს და რომანტიკას მნიშვნელოვანი ადგილი ექნება მათ ცხოვრებაში. კარგი წელია ქორწინებისთვის.
მერწყული
ასტროლოგები შესანიშნავ და პოზიტიური შესაძლებლობების წელს უწინასწარმეტყველებენ მერწყულებს. იქნება ეს სიყვარული თუ კარიერა, შენ ამ ყველაფერს გულით გააკეთებ და ყველაფერს მიაღწევ. საკმაოდ ნაყოფიერი სამუშაო გექნება, თუმცა ამისთვის დაჯილდოვდები.
თევზები
თევზები 2017 წელს ცხოვრებას მშვიდად და პოზიტიურად აღიქვამენ. ამგვარი დამოკიდებულება პერსონალურ თუ პროფესიულ საქმიანობაში წარმატების მომტანი გახდება. თუმცა ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ არ მისცეთ ნება თქვენს ოცნებებს და ილუზიებს, ხელი შეგიშალონ მიზნების მიღწევაში. თქვენი პროექტები აავსეთ უკიდურესი გულწრფელობითა და პატიოსნებით.