ახალი წლის მისალოცად ლეიბორისტული პარტიის ლიდერი სოფელ ავენისში ჩავიდა და იქ მცხოვრებ ერთადერთ ოჯახს ესტუმრა. შალვა ნათელაშვილმა როსტიაშვილებს სიმბოლური საჩუქრები მიუტანა.
ოჯახი ვაგონში, დენის გარეშე ცხოვრობს. მათი ინფორმაციით, ელექტროენერგია სოფელს რამდენიმე წელია აღარ მიეწოდება.