06 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
რუსთავი2-ის საახალწლო კონცერტი 9 საათზე დაიწყება

რუსთავი2 ახალ წელს მრავალფეროვანი სადღესასწაულო და საკონცერტო პროგრამით ხვდება. საახალწლო კურიერის შემდეგ მოქმედება ერთდროულად 3 ლოკაციაზე განვითარდება.

უკვე მესამე წელია, ტრადიციულად, რუსთავი2-ის ტელემაყურებელი უყურებს ლაივკონცერტს. მთავარი ლოკაცია რუსთავი2-ის ეზოში იქნება, ხოლო ჩართვა ფილარმონიიდან იქნება, ასევე ჩართვა იქნება სტუდიიდან.

კონცერტი ორსაათნახევრიანი იქნება და მაყურებელი განსხვავებულ პროგრამას ნახავს. რუსთავი2-ის ეზოში წამყვანებად იქნებიან ის ადამიანები, რომლებმაც 2016 წელს მაყურებელს თავი დაამახსოვრეს.

რუსთავი2 კარგ ტრადიციებს არასოდეს არ არღვევს. წლევანდელი წელიც, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არ იქნება. ჩვენ ერთად შევხვდებით ახალ წელს. ზუსტად 9 საათიდან დაწყებული მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ ვიქნებით თქვენთან ერთად,“ - აცხადებს კურიერის წამყვანი, დიანა ჯოჯუა.

დღის ამბები