გარდაბნის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა. ბუნებრივი აირი ქალაქში 4 საათის წინ გაითიშა.
სოკარ გაზის რეგიონული დირექტორის განმარტებით, მიზეზი გაზსადენზე მომხდარი ავტო ავარიაა.
კომპანიის ინფორმაციით, ავარიის შედეგები ლოკალიზებულია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშოები. გაზმომარაგება გარდაბანს სრულად დღის ბოლომდე უნდა აღუდგეს.