თელავში შუახნის ქალბატონს პიროტექნიკა აუფეთქდა. შემთხვევა ცოტა წნის წინ ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
საავადმყოფოს მენეჯერის, ზაზა კოპლატაძის, თქმით, პაციენტს მარცხენა ხელის მტევნის დამწვრობა და თითების სრული ამპუტაცია აქვს.
დაშავებულს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.