06 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
უმცირესობების ახალი წელი საქართველოში

რელიგიური და ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ახალი წლის შემოსვლას 31 დეკემბრის ღამეს ყველა ზეიმობს ჩვენთვის უცნობი საახალწლო ტრადიციებით.

დუხობორებს, ანუ სულისთვის მებრძოლებს, საახალწლო სუფრა საცივის, გოზინაყისა და ხაჭაპურის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ.

სოფელი ჭელას მუსლიმი ქართველების საახალწლო ტრადიციების მიხედვით, ტრადიციულ კერძებთან ერთად ახალწელს აუცილებლად უნდა მოიხარშოს სიმინდის მარცვალი.

12 საათის შემდეგ ბოშები გიტარითა და სიმღერებით ერთმანეთის სიზმრებს იპარავენ. სიზმრის ქურდების საჩუქრის გარეშე სახლიდან გაშვება არ შეიძლება.

იეზიდების საახალწლო სუფრაზე თითქმის ყველა კერძი ქართულია, ერთი განსხვავებით - საახალწლო მაგიდაზე ვერ ნახავთ ღორის ხორცს.

წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც ებრაელების დღესასწაული ხანუკა ახალ წელს ემთხვევა. საქართველოში მცხოვრები ებრაელების უმეტესობა ახალწელს ისევე აღნიშნავენ, როგორც დანარჩენი საქართველოს და საახალწლო სუფრის მსგავსად ტრადიციებიც ქართულია.

პანკისის ხეობაში მცხოვრები მუსლიმები ახალი წელს ტრადიციული ქისტური ჯიჯიგგალანაშით ხვდებიან, რომელიც ხორცის და ცომის პატარა გუნდებისგან მზადდება.

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი 

დღის ამბები