104-ე ახალ წელს ნინა ჩოხელი მარტო შეხვდება სახლში, სადაც მეუღლესთან ერთად ნახევარ საუკუნეზე მეტი იცხოვრა.
როგორ აღნიშნავდნენ შობასა და ახალ წელს საქართველოში 20-ე საუკუნის დასაწყისში, კარგად ახსოვს დიმიტრი ზადიაშვილსაც. არც ნაძვის ხე დაუდგამს და არც საახალწლო სუფრის გაშლას აპირებს. ამბობს, რომ მისთვის დღესასწაული მაშინ დადგება, როცა შვილი და შვილიშვილები ჩამოვლენ. ბოლო წლებია საახალწლო სუფრაზე არ ზრუნავს მას შემდეგ, რაც ექიმებმა საყვარელი კერძები აუკრძალეს.
კახური ღვინით სადღეგრძელოსაც ამბობს და საახალწლო სამზადისშიც ჩართულია ას სამი წლის ნადია ბაბაკიშვილი. საუკუნეზე მეტია სიღნაღში ცხოვრობს, ახსოვს კარგი და ძალიან ცუდი დროც.
უკვე გაიხსენა ლექსებიც, რომელსაც ახალ წელს ჯერ კიდევ 100 წლის წინ ამბობდა და ახლა პატარებს წაუკითხავს.
2017 წელს საქართველოში ას წელს გადაცილებული 207 მოხუცი ხვდება, მათგან უხუცესი 120 წლისაა.
ავტორები: თეონა ცხომელიძე, ია გულიაშვილი.