06 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
ახალი წელი რეგიონებში

დედაქალაქთან ერთად ბათუმშიც საახალწლო სამზადისია. წინასაახალწლო ღონისძიებები ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ევროპის მოედანზე საახალწლო პროგრამა 23 საათზე გალაკონცერტით დაიწყება.

ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე საახალწლო კონცერტი უკვე დაწყებულია და ორ საათს გაგრძელდება.

ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად ოზურგეთი ახალ წელს საახალწლო კონცერტის გარეშე შეხვდება.

ახალ წელს ფეიერვერკით შეხვდებიან გორში. აქ საახალწლო კონცერტი ეს წუთებია დაიწყო და ღამის 12 საათამდე გასტანს.

საახალწლო ღონისძიებები იმართება კახეთშიც. სიღნაღში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროსა და გურჯაანში უკვე ჩატარდა კონცერტები. 2017 წლის შესახვედრად ამ წუთებში თელავში ემზადებიან.

ზუგდიდში წელს ნაძვის ხე არ დაუდგამთ. საახალწლო ღონისძიებები რუხში იმართება. კონცერტი არ გაიმართება არც ფოთში. ადგილობრივი ხელისუფლება მიზეზად ფოთელების ტრადიციას ასახელებს, თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ფოთელებს ახალი წლის შეხვედრა საკუთარ სახლებში ურჩევნიათ.

ახალციხეში საახალწლო კონცერტი 11 საათისთვის დაიწყება.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები