06 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
გირჩმა პირდაპირ ეთერში მარიხუანა დათესა

ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა - გირჩმა პირდაპირ ეთერში მარიხუანა დათესა.

გაფრთხილების მიუხედავად, ხელისუფლებამ ცვლილებები კანონში არ შეიტანა, რის გამოც ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა უპრეცედენტო აქცია ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაანონსა, რაც გირჩის ოფისში 31 დეკემბერს მარიხუანას საჯარო დარგვას გულისხმობდა. 

„ულტიმატუმი წავუყენეთ ახალ ხელისუფლებას და ვთხოვეთ ახალ წლამდე ნარკოპოლიტიკა შეეცვალათ, მომხდარიყო ნებისმიერი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია და მარიხუანის ლეგალიზაცია. არანაირი ცვლილებები კანონმდებლობაში არ განხორციელებულა და რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, სერიოზული ცვლილების გატარებას არც აპირებენ. ვასრულებთ ჩვენს დანაპირებს, გირჩის წევრები და ათეულობით ადამიანი, რომელიც ჩვენთან ოფისშია შეკრებილი, საჯაროდ დავარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს, რომელიც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ჩვენთან ოფისში პირდაპირ ეთერში, საჯაროდ დავთესავთ, დავიწყებთ კულტივაციას მარიხუანის. ჩვენთვის ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი 

 

დღის ამბები