თბილისში 2017 წლის დადგომა ფოიერვერკებით აღნიშნა. ახალი წლის შესახვედრად თავისუფლების მოედანზე ათასობით მაყურებელი შეიკრიბა.
საღამოს ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა შეკრებილებს სწორედ ამ დღისთვის შექმნილი კომპოზიციები შესთავაზეს. საახალწლო გალა კონცერტი 2 საათს გაგრძელდა და მასში მონაწილეობა ქართველმა ცნობილმა მომღერლებმა მიიღეს. ღამის 12:00 საათზე კი ვარდების მოედანზე ქართული მრავალჟამიერი გაისმა.
ავტორი: შოთა დიმიტრაშვილი.