06 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
უპრეცენდენტო სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გირჩის ოფისში და პირდაპირ ეთერში დათესილი ნარკოტიკული საშუალება

2016 წლის 31 დეკემბერს გირჩის ოფისში, ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრებმა, მოხალისეებთან ერთად, საჯაროდ მათ მიერვე დაანონსებული, წინასწარი ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე დათესეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე მიმდინარეობს. პოლიცია შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, თუმცა უცნობია რა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

„თუ ჩვენ არ გვაპატიმრებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვზრდით კანაფს, ცხადია ვერც რეგიონებშიც ვერავის ვერ დააპატიმრებენ იმის გამო, რომ პირადი მოხმარებისთვის ერთი ან ორი ძირი გაზარდა თავისთვის,“ - გამაცხადა გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურა ჯაფარიძის პრესკონფერენციიდან ცოტა ხანში, შინაგან საქმეთა სამინსიტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე დაიწყო და რომ პოლიცია შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. გირჩის ოფისთან პოლიციის წარმომადგენლები გვიან ღამით მივიდნენ. ამ დრომდე სხვა სახის რეაგირება სამართალდამცველებს არ მოუხდენიათ.

ავტორი: ვახტანგ ბუნტური.

დღის ამბები