06 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
ქეთი მელუა და გორის ქალთა კამერული გუნდი "რუსთავი 2-ზე"

რუსთავი 2-ის განსაკუთრებული საჩუქარი და სიურპრიზი მაყურებელს ქეთი მელუა და გორის ქალთა კამერული გუნდი იყო. მსოფლიოში აღიარებული კომპოზიცია ამჯერად დუეტმა განსხვავებული ვერსიით შესთავაზა მაყურებელს.

ქეთი მელუა გოგონებს ლონდონიდან შემოუერთდა და ამით მათი ევროპული ტურნეც სწორედ რუსთავი 2-ის ეზოში დასრულდა.

46 წლიანი ისტორიის მქონე გუნდის მონაწილეობა ამ დონის მასშტაბურ პროექტში ქეთი მელუას იდეა იყო. ორი წლის წინ დაწყებული პროექტი წარმატებული ალბომით დასრულდა. პრეზენტაციიდან სულ მალე ბრიტანული ჩარტების ათეულშიც მოხვდა. ალბომი ზამთარი, რომელზეც მუსიკოსები დაახლოებით 6 თვე მუშაობდნენ გორის კომბინატის შენობაში ჩაიწერა. 

ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი.

დღის ამბები