ხვალ გაირკვევა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის რომელი მსურველები გადავლენ კონკურსის მეორე ტურში. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ფარული კენჭისყრა ხვალ გაიმართება.
ამჟამად, კონკურსში 14 კანდიდატია რეგისტრირებული. მეორე ტურში გადასულებმა ტელევიზიის მართვის საკუთარი კონცეფცია უნდა წარადგინონ, უპასუხონ საბჭოს წევრების შეკითხვებს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ვინ გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.