რუსთავი 2-ში ტრადიციული საახალწლო თამაშის სეკრეტ სანტას წესები შეიცვალა. თანამშრომლებმა თასიდან ერთმანეთის სახელების ნაცვლად, მარტოხელა ბებიების და ბაბუების მისამართები ამოიღეს.
სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლები მოხუცებთან შესახვედრად განსაკუთრებით ემზადებოდნენ. წინასწარ გაარკვიეს მათი პროფესია, ინტერესები, რა სჭირდებოდათ, რა ენატრებოდათ და ვისთან შეხვედრაზე ოცნებობდნენ.
თამაში იმდენად აზარტული აღმოჩნდა, რომ მასში არა მხოლოდ რუსთავი 2-ის თანამშრომლები, არამედ მათი მეუღლეები, შვილები და შვილიშვილებიც ჩაერთნენ.
მოხუცებმა თამაშის შესახებ არ იცოდნენ და არც საიდუმლო სანტებს ელოდნენ.
ავტორები: მარიკა გოცირიძე, ეკა ბუცხრიკიძე