შსს-ს თანამშრომლები სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტში ჩაერთვნენ.
პროექტმა ყველა სამთო-სათხილამურო კურორტი მოიცვა. ავსტრიელმა ექსპერტებმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 20-მდე თანამშრომელი სამთო-სათხილამურო ტაქტიკური მომზადების სფეროში გადაამზადეს.
მონაწილეები დაზარალებულის, ზვავში მოყოლილი ადამიანების ძებნისა და გადარჩენის სამაშველო ოპერაციების პრინციპებს გაეცნენ.