06 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
ჩვენ არ ვამბობთ, რომ მიყურადება საერთოდ უნდა აიკრძალოს - IDFI

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელსაც შესაძლებლობა ექნება ფარული მიყურადება განახორციელოს და ამგვარად გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოვა, რაც მათი თქმით აუცილებელია.

კანონპროექტის მომზადებაში ასევე აქტიურ ჩართვას აპირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.

„ცალკე მოსმენების სამსახურის შექმნა, რომელიც გამოყოფილი იქნება როგორც სუს-დან, ისე შსს-დან და ექნება მაღალი კონტროლი პარლამენტის მხრიდან და ასევე ექნება მოსმენების ყველა საშუალებები. ის საშუალება, რომელიც დღეს აქვს ჩვენს ძალოვნებს იწვევს იმის ცდუნებას, რომ კვლავ მოხდეს უკანონოდ განხორციელებული მიყურადება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მიყურადება საერთოდ უდნა აიკრძალოს, მიყურადება უნდა იყოს მაქსიმალურად კანონის ფარგლებში და ამიტომაც ვითხოვთ ჩვენ ასეთ მაღალ კონტროლს,“ - განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.

დღის ამბები