06 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
ბექა ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

10 წლით თავისუფლების აღკვეთა ბექა ბერიანის მკვლელობასა და ბიანკა შიგუროვას მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ძალადობაში, განზრახ მკვლელობასა და ცეცხლის წაკიდებით ჩადენილ სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში ლევან კოჭლაშვილი დამნაშავედ სცნო.

პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლითაც კოჭლაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რაც პროკურატურამ ასევე გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ კი ლევან კოჭლაშვილი ყველა ბრალდებაში დამნაშავედ სცნო.

მოკლულის ოჯახის ადვოკატი კურიერთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ელოდა ამ გადაწყვეტილებას და უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სამართლიანად აფასებს.

„ეს იყო მკვლელობა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაპელირებიდით და უზენაესმა სასამართლო დაადასტურა, რომ ნამდვილად იყო განზრახ მკვლელობა. უზენაესმა სასამართლომ აღიარა, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, თქვა რომ მართლა იყო მკვლელობა,“ - განაცხადა ადვოკატმა ციალა რატიანმა.

საბი ბერიანი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. რამდენად საქმის მასალებიდან ირკვეოდა, სახლში განზრახ გაჩენილი იყო ხანძარი. პროკურატურამ მალევე დააკავა ლევან კოჭლაშვილი. თუმცა ორი ინსტანციის სასამართლომ ლევან კოჭლაშვილი დამნაშავედ არ სცნო.

ასევე, მასალების მიხედვით, სანამ ლევან კოჭლაშვილი საბი ბერიანის სახლში მივიდოდა, მან მეორე ტრანსგენდერ ქალს, ბიანკა შიგუროვას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

საბოლოო ჯამში, ლევან კოჭლაშვილი საბი ბერიანის განზრახ მკვლელობასა და ბიანკა შიგუროვას ცემისთვის დამნაშავედ სცნო.

 

დღის ამბები