06 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ახალი წლის დღეებში ფოიერვერკებით დაზიანებულებს ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ

2017 წლის პირველ წუთებს ზოგიერთი ადამიანი საკუთარი სახლის ნაცვლად კლინიკაში შეხვდა. მიზეზი, ერთი შეხედვით, უსაფრთხო გასართობი გახდა. ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც. რამდენმე პაციენტს თითების ამპუტაციაც დასჭირდა.

დამწვრობის ცენტრში დაშავებულებს ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდათ, ორ პაციენტს კი თითების ამბულატორია დასჭირდა. 

სადღესასწაულო ასაფეთქებლებით დაზიანების შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას 54-მა ადამიანმა მიმართა.

პიროტექნიკით დაზიანებული პირების გარდა, სასწრაფო სამედიცნო დახმარებით, თბილისში 3 დღის მონაცემებით, 476-მა ადამიანმა ისარგებლა.

გასულ წელს გორში, სადღესასწაულო ფოიერვერკის ძლიერი აფეთქების შედეგად, 2 ადამიანი საახალწლო წვეულებაზე დაშავდა. მათ სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ.

უკვე რამდენიმე წელია, პატარა, საშუალო და დიდი ზომის ასაფეთქებლები ქუჩაში ყოველგვარი კონტროლის გარეშე, თავისუფლად იყიდება. მათ დიდ ნაწილს მოხმარების წესი ჩინურ ენაზე აწერია.

 

ავტორი: სალომე ბოკუჩავა 

დღის ამბები