ფარული კენჭისყრის შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის 14 მსურველიდან მეორე ტურში 5 გადავიდა.
ნინო ზაუტაშვილი, თინათინ ბერძენიშვილი, ნათია კუპრაშვილი, ვასილ მაღლაფერიძე და ზაალ ანჯაფარიძე მეორე ტურს და ბორდის საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდებიან.
კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ ვასილ მაღლაფერიძემ გავრცელებული ინფორმაცია, მისი სახელისუფლებო კანდიდატად განხილვის შესახებ, უარყო.
სამეურვეო საბჭოსგან ობიექტურობას ელოდება თინათინ ბერძენიშვილი. ნათია კუპრაშვილი კი მიკერძოებისაგან დაცული გადაწყვეტილების აუცილებლობაზე საუბრობს.
ნინო ზაუტაშვილი პროცესზე პოლიტიკური გავლენებს არ გამორიცხავს და საზოგადოების აქტიურობის აუცილებლობაზე მიუთითებს.
სამეურვეო საბჭოს არაობიექტურობაზე უკვე საუბრობენ ის კანდიდატები, რომლებიც მეორე ტურში ვერ მოხვდნენ.
სამეურვეო საბჭო ხვალიდან 5 კანდიდატთან შემაჯამებელი გადაცემის მომზადებას გეგმავს, სადაც კანდიდატები წინასწარ გაგზავნილ სამ კითხვას უპასუხებენ.
სამეურვეო საბჭოს პრინციპული და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი გადაწყვეტილების მიღებისკენ მედია მკვლევარები მოუწოდებენ.
კენჭისყრის გზით საბოლოო გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭო 6 იავნარს მიიღებს.
ავტორები:ელისო ჯარიაშვილი, ნათია ჟამერაშვილი.