06 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
ინციდენტი მოხეში - სკოლის მოსწავლეები მოთხოვნების შეცვლას არ აპირებენ

განათლების სამინისტრო მოხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს. სავარაუდოდ, უწყების ოფიციალური პოზიცია მოკვლევის დასრულებამდე ცნობილი არ იქნება.

სამინისტროს დასკვნას ელოდებიან სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც დირექტორს რელიგიური კუთვნილების გამო ერთ-ერთი მოზარდის დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. მიუხედავად იმისა, რომ არდადეგების შემდეგ სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება, სკოლის მოსწავლეები მოთხოვნების შეცვლას არ აპირებენ.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წევრები, რომლებიც თეონა ბერიძეს იურიდიულ დახმარებას უწევენ, სახალხო დამცველისგან მომხდარის დისკრიმინაციულ ფაქტად აღიარებას მოითხოვენ. 

უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების განმარტებით, რომლებიც მოხეში მომხდარს ადგილზე სწავლობენ, განმარტავენ, რომ მე-12 კლასელი ნათია ბერიძის უფლებებს კონსტიტუცია და ზოგადი განათლების შესახებ კანონი იცავს.

თეონა ბერიძემ მის მიმართ დისკრიმინაციისა და რელიგიურ შეხედულებებში ჩარევის ფაქტი ორი კვირის წინ გაასაჯაროვა. მე-12 კლასის მოსწავლემ განაცხადა, რომ სოფელ მოხის სკოლის დირექტორმა მას სკოლაში თავსაბურავის გარეშე სიარული მოსთხოვა. თეონა ბერიძის პროტესტს და სკოლის დირექტორის მოხსნის შესახებ მოთხოვნას სხვა მოსწავლეებიც შეუერთდნენ.

მოკვლევის დასრულებამდე, განცხადებას არ აკეთებენ განათლების სამინისტროში. დამატებით განმარტებებზე უარს ამბობს სკოლის დირექტორიც, რომელმაც ბოლო ინტერვიუში გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მისი მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

 

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე 

დღის ამბები