რეჟისორ ნინო ბასილიას სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმს "ანას ცხოვრებას" მაყურებელი 5 იანვრიდან ნახავს.
არაერთი კინოფესტივალის ფავორიტ ქართული ფილმში, რომელიც მარტოხელა დედის ისტორიას მოგვითხრობს, მთავარ როლს ეკა დემეტრაძე ასრულებს.
"ანას ცხოვრება" დაახლოებით წელიწადნახევრის წინ 28 დღეში გადაიღეს. ფილმის პრემიერა 2016 წლის თებერვალში შვედეთში გოტებორგის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. მას შემდეგ ნინო ბასილიას ნამუშევარი არაერთი კონკურსის ლაურეატი და პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა. საქართველოში ფილმის ჩვენება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
"ანას ცხოვრების" ნახვა კინოთეატრებში 5 იანვრიდან არის შესაძლებელი.
ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი