გვიან ღამით, პანკისის ხეობის სოფელ დუისის კულტურის სახლის დაწვა სცადეს. შენობას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის საზოგადოებრივი ცენტრია განთავსებული, დაუდგენელმა პირებმა ბენზინი მიასხეს.
ცეცხლის ლოკალიზება ადგილზე მისულმა დარაჯმა და ადგილობრივებმა შეძლეს.
იზა ბექაურის თქმით, ბოლო პერიოდში ხეობაში მცხოვრებთა ერთი ჯგუფი მას სოციალური ქსელის საშუალებით, საქმიანობის შეწყვეტას სთხოვდა.
თვითმხილველები ახმეტის პოლიციამ უკვე დაკითხა.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია მომხდართან დაკავშირებით საპროტესტო აქციას გამართავს.