სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი ულოცავენ.
კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა.
„ჩვენ ხალხს წილად ხვდა ბედნიერება ჰყოლოდა ესოდენ ბრძენი სულიერი წინამძღოლი ქვეყნის თავისუფლებისაკენ სვლის ურთულეს და დრამატულ ეპოქაში. თქვენი დაუღალავი მოღვაწეობა შინაგანი სრულქმნის ორიენტირს წარმოადგენს თქვენი მრევლისა და ყველა კეთილი ნების ადამიანისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას საქართველოსა და თქვენი სამწყსოს საკეთილდღეოდ,“ - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.
სოციალური ქსელით მიულოცა ილია მეორეს დაბადების დღე პრემიერმინსტრმა.
„უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს.
"მთელი მისი მოღვაწეობა ერისა და სამშობლოს სამსახურისთვის არის მიძღვნილი. ის ჩვენთვის ყოველთვის იყო და არის თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების, მიმტევებლობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითი.
"ვუსურვებ მას დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ,“- ნათქვამია პრემიერმინისტრის განცხადებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დღეს 84 წელი შეუსრულდა.