ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გასული წლის სტატისტიკა შეაჯამა. გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში 6 მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდა, საერთაშორისო მოგზაურობის რაოდენობა კი წინა წლებთან შედარებით 7.6 პროცენტით გაიზარდა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანად გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან.
„გამართლდა ჩვენი პროგნოზები იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წელი იქნებოდა რეკორდული წელიწადი. 6 მილიონ 350 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია ჩვენს ქვეყანას და რეკორდი მოიხსნა ისევე როგორც ტურისტების რაოდენობის მხრივ, ასევე იმ შემოსავლების მხრივ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა. შემოსვლების გრძელდება და მატულობს, როგორც ტრადიციული ბაზრებიდან, ასევე იმ ახალი ბაზრებიდან, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ,“-აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.