06 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
რუსთავში ხანძარს 84 წლის ქალი ემსვერპლა

რუსთავში გაჩენილ ხანძარს 84 წლის ქალი ემსხვერპლა. ცეცხლი ლეონიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე გაჩნდა.

სახლში მხოლოდ ხანდაზმული ქალბატონი იმყოფებოდა, რომელმაც ბინიდან გამოსვლა ვერ შეძლო.

წინასწარი ინფორმაციით, ბინაში ცეცხლი სანთლისგან გაჩნდა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამაშველო და საგამოძიებო სამსახურები.

დღის ამბები