06 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
გერლიანი-ჩაჩიბაიას საქმე - პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

პროკურატურამ დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას მიმართ ე.წ. კანონიერი ქურდობის ნაწილში გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სახელმწიფო ბრალდებამ როგორც ე.წ. კანონიერი ქურდობის, ასევე საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობისთვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილშიც გაასაჩივრა.

პროკურატურას მიაჩნია, რომ საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობისთვის პირველი ინსტანციის სასამართლომ მსუბუქი სასჯელი გამოიყენა, რაც სახელმწიფო ბრალდებისთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო.

იმ შემთხვევაში თუ სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი წარმოებაში მიიღო, დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას ინტერესების დამცველების თქმით, ისინი პროკურატურის ყველა არგუმენტს გააბათილებენ.

როგორც ადვოკატმა თამარ აბესაძემ აღნიშნა, გერლიანი-ჩაჩიბაიამ მის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ საქართველო დატოვა და შესაბამისად, სააპელაციო განხილვებს ვერ დაესწრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დავით გერლიანი-ჩაჩიბაია „კანონიერი ქურდობის“ ბრალდების ნაწილში გამართლდა, ხოლო საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი და 6500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

დღის ამბები