01 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
საპროტესტო აქცია პანკისში - ადგილობრივები დესტაბილიზაციის საფრთხეზე საუბრობენ

პანკისში ხეობის დესტაბილიზაციის საფრთხეზე საუბრობენ. ამ წუთებში სოფელ დუისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საზოგადოებრივ ცენტრთან შეკრებილები არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები, არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები და ხეობის უხუცესები.

აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი ცენტრის დაწვის მცდელობაზე სამართალდამცველების დროულ რეაგირებას და დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ვითარების გართულებას ვარაუდობენ.

დღის ამბები