06 ნოემბერი 2024,   03:15
ვრცლად
ნათია კუპრაშვილი ბორდის წევრების კითხვებზე პასუხისთვის ემზადება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გრეძლდება. დღეს უკვე შედგა გასაუბრება ზაალ ანჯაფარიძესთან და მარიამ ბერძენიშვილთან. კანდიდატმა არსებულ პრობლემებსა და კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მთავარ პრიორიტეტად ზაალ ანჯაფარიძე მაუწყებლის საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით მუშაობას და საზოგადოების პროცესებში ჩართულობას ასახელებს.

კანდიდატმა ასევე სამეურვეო საბჭოს კითხვებს უპასუხა. ბორდის წევრებს ძირითადად კანდიდატის გამოცდილება, მაუწყებლის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის ხედვა აინტერესებდათ.

„პირველი ეს არის კანონი. მეორე დამცველი მექანიზმი არის ფართო საზოგადოების ჩართულობა. თუ ადამიანი არის აფილირებული რომელიღაც პოლიტიკურ ძალასთან და ვერ აღწევს თავს ამ აფილაციას, რთული იქნება მისგან პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოლოდინი. ამიტომაც, სამეურვეო საბჭოზეა დამოკიდებული, ვის შეარჩევს ამ თანამდებობაზე, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად არსებობს რისკი იმის, რომ ესა თუ ის პიროვნება შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან აფილირებული,“ - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

რამდენიმე წუთში კი სამეურვეო საბჭოს წევრები კიდევ ერთ კანდიდატს ნათია კუპრაშვილს მოუსმენენ. 

კუპრაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობისთვის უკვე არსებობს შექმნილი სისტემა, რომელსაც სწორი მართვა და სწორად ამუშავება სჭირდება. 

"ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, როდესაც თანხმდება ქვეყანა იმაზე, რომ მას უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის ბიუჯეტირება არ არის დამოკიდებული რომელიმე მთავრობის წევრის გადაწყვეტილებაზე. ეს არის შექმნილი სისტემა, უბრალოდ ამ სისტემას სჭირდება სწორი ამოქმედება. სწორედ ამას ვაპირებ მე პირადად," - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა. 

დღის ამბები