ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ ვალეს მაცხოვრებლებმა სასმელი წყალი სპეციალური მანქანით მიიღეს, თუმცა მილები ისევ ცარიელია.
ქალაქის მოსახლეობა თითქმის ერთი კვირაა სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება. ვალეში წყლის მიწოდება ახალ წლამდე ორი დღით ადრე შეწყდა.
გამგებლის წარმომადგენელი განმარტავს, რომ პრობლემა ძლიერი ყინვების გამო შეიქმნა და პრობლემიდან გამოსავალი ახალი სისტემის მშენებლობაა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მიმდინარე წელს პროექტის განხორციელება იგეგმება, რომლის შედეგადაც ვალეს მოსახლეობა მთის წყლით მომარაგდება.