06 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
გაზის გაზრდილი გადასახადი და ახალი პრობლემები თბილისელებისთვის

გაზის გაზრდილი გადასახადი თბილისელების ახალი პრობლემას წარმოადგენს. კითხვები გაზგამანაწილებელი კომპანიის მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2016 წლის ბოლო თვეში დედაქალაქის მოსახლეობამ ქვითრები მიიღო. ზოგ შემთხვევაში დანახარჯი 100 პროცენტით არის გაზრდილი.

აბონენტების ნაწილი ბუნებრივი აირის დანახარჯის ცვლილებას უხარისხო ბუნებრივი აირით ხსნის, ნაწილი კი გაზმომარაგების კომპანიის მხრიდან მანიპულაციებს ეჭვობს.

ბუნებრივი აირის გაზრდილ დანახარჯებს უხარისხო პროდუქტით ხსნიან სპეციალისტებიც. ექსპერტების ნაწილი კი ბუნებრივი აირის გაზრდილ მოხმარებას ძლიერი ყინვებით ხსნის.

რატომ მოუვიდა მოსახლეობას ბუნებრივი აირის გადასახადი თითქმის გაორმაგებული ოდენობით, ყაზტრანსგაზ თბილისში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ამ თემაზე ჟურნალისტებთან შეხვედრას შემდეგ დღეებში გეგმავენ. კომენტარს არც ენერგეტიკის სამინისტროში აკეთებენ.

ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი.

დღის ამბები