თბილისის მერიის პროექტი, რომელიც ერთი შეხედვით სიოციალურად დაუცველი მოსახელობის დახმარებას ითვალისწინებს, თუმცა მათ ბიუჯეტზე უარყოფითად უკვე აისახა.
დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთი თვეა, ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, პირდაპირ გამანაწილებელ კომპანიებში ირიცხება.
თუმცა, ამ შემთხვევაში ზარალდებიან თბილსელები, რომლებიც წლების განმავლობაში ფიქსირებულ 106 ლარს პირად ანგარიშებზე იღებდნენ და თანხას სხვა საჭიროებებზეც ანაწილებდნენ.
სოციალურად დაუცველებისთვის მომსახურების შეზღუდვით, ოპოზიცია მერიას თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
საკრებულოს დეპუტატები ამბობენ, რომ ბიუჯეტში ამ მიმართულებით გაწერილი თანხა დათვალეს და დაადგინეს, რომ მთავრობა გაჭირვებული ოჯახების ხარჯზე მხოლოდ მომავალ წელს 11 მილიონს დაზოგავს.
ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საკრებულოს ოპოზიციამ მთავრობის მიერ მომზადებული მთავარი საფინანსო დოკუმენტის მხარდაჭერაზე უარი თქვა.
ბრალდებებს არ იღებენ მერიაში. სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ ახალი წესი დახმარების მიზნობრიობას უზრუნველყოფს.
თბილისში რეგისტრირებული ათიათასობით სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახის მიუხედავად, მერიამ პრიორიტეტად მომავალ წელს ეს მიმართულება არ აირჩია. უფრო მეტიც, წინა წელთან შედარებით, სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება 3 მილიონით შეამცირა.
ავტორები:ეკო მაღრაძე, თეიმურაზ ვარაზანაშვილი, თამარ შალოშვილი