06 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია-ილია მეორეს ექიმი

საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქის მდგომარეობა დღეისათვის დამაკმაყოფილებელია.

ცისანა შარტავამ რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ ილია მეორის მდგომარეობა უმჯობესდება.

„პატრიარქი თავად თავს კარგად გრძნობს, მისი ლაბორატორიული კვლევების მონაცემებიც უმჯობესდება. მდგომარეობა დღეისათვის დამაკმაყოფილებელია, შეინიშნება დადებითი დინამიკა და ამ დრომდე ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება,“ - განაცხადა პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ.

ექიმის აზრით, ილია მეორე 7-ში, შობის წირვაზე დასწრებას შეძლებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები