მერიის შიდა აუდიტის დასკვნის მიხედვით, სულხან ცინცაძის 63 ნომერში დაგეგმილ მშენებლობაზე ნებართვის გაცემის გამო ბიუჯეტს თითქმის ნახევარმილიონიანი ზარალი მიადგა.
როგორც ცნობილია, ამ საკითხზე შესაძლოა მერიის ყოფილი მთავარი არქიტექტორის, დიმიტრი მოსულიშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
თავად ყოფილი მთავარი არქიტექტორი ამ მშენებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ დეტალებს საკითხს ვერ იხსენებს.
„გავიხსენებ ამ საკითხს, გავეცნობი და მერე გეტყვით პასუხს. მე ყველა საკითხე ასე ზეპირად, რა თქმა უნდა არ მახსოვს. თქვენ კონკრეტული პასუხები გაინტერესებთ ალბათ და გავიხსენებ ამ საკითხს და ამის მიხედვით მოგახსენებთ პასუხს,“ - განუცხადა რუსთავი 2-ს სატელეფონო საუბრისას მერიის ყოფილმა მთავარმა არქიტექტორმა, დიმიტრი მოსულიშვილმა.
ავტორი: ეკო მაღრაძე.