რატომ მიიღო დედაქალაქის მოსახლეობამ დეკემბერში გაზის გაზრდილი გადასახადი- თბილისელების პრეტენზიებს ყაზტრანსგაზში უპასუხეს.
განმარტებები კომპანიის ფინანსური და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა გააკეთა.
ნინო თურმანიძე ამბობს, რომ გაზრდილი გადასახადი ტემპერატურის მკვეთრმა ვარდნამ განაპირობა.
თურმანიძე აბონენტებს სთავაზობს კითხვების შემთხვევაში ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ ან თავად დაიანგარიშოს ბუნებრივი აირის როგორც მოცულობა ასევე ღირებულება.
„ჩვენი აბონენტების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის მატებაზე, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გარემო ტემპერატურის მკვეთრმა კლებამ. დეკემბრის თვეში დღის საშუალო ტემპერატურა 5-8 გრადუსით დაბალი იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ნებისმიერ აბონენტს დაინტერესების შემთხვევაში შეუძლია თავადვე დაინაგარიშოს ბუნებრივი აირის როგორც მოცულობა ასევე ღირებულება. ხოლო თუ აბონენტს ეჭვი ეპარება მრიცხველის გამართულ მუშაობაში შეუძლია მოგვმართოს ჩვენ ცხელ ხაზზე,“-განაცხადა ნინო თურმანიძემ.