გურჯაანში ხანძრის შედეგად 77 წლის მოხუცი დაიღუპა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ცეცხლი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შენიშნეს, რის შემდეგაც მათ სახანძრო-სამაშველო სამსახურს შეატყობინეს.
ადგილზე გურჯაანის, სიღნაღისა და ყვარლის სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ მოძველებული ელექტრო გაყვანილობა გახდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.