ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გუდაურსა და ბაკურიანში ფოტოების გადასაღებად სპეციალური ჩარჩოები დაამონტაჟა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მსგავსი ჩარჩოები მსოფლიოში ცნპბილი და აპრობირებულია.
გუდაურში ჩარჩო გონდოლის ზედა სადგურთან ზღვის დონიდან 2750 მეტრზე მდებარეობს, ბაკურიანში კი 2702 მეტრზე. პირველი ფოტოები ტურსტებმა უკვე გადაიღეს.