განათლების მინისტრმა სკოლების დიფერენციაციის შედეგად დისკრიმინაციის საშიშროებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთებულ შენიშვნებს უპასუხა. ზოგადი განთლების შესახებ კანონპროექტზე განმარტებები პარლამენტშიც გაკეთდა.
ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლების დიფერენციაციის შედეგად დისკრიმინაციის საშიშროება არ არსებობს.
„ვისაუბრეთ მცირე სკოლების საკითხზე. მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი კატეგორია ახალ კანონში არის 200 მოსწავლეზე ნაკლები სკოლები. წუხილი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ დაგვეჩაგრება, ასე ვთქვათ, ეს სკოლები და ჩვენ განვუმარტეთ, რომ პირიქით, ჩვენ ვგეგმავთ ყველაზე მეტი ყურადღება, ყველაზე მეტი მატერიალური იქნება თუ ორგანიზაციული მხარდაჭერა სწორედ მცირე სკოლებმა მიიღონ,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრის განცხადებით, სხვადასხვა კატეგორიის სკოლას შორის სწავლის ხარისხში სხვაობა გამორიცხულია. დაფინანსების მიმართულებით კი მეტი ფინანსები მცირე სკოლებში წავა.
ავტორი: ანა წერეთელი.