ზოგადი განათლების შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით დეკემბრის შუა რიცხვებში მიიღო. ამ კანონთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს საქართველოს პრეზიდენტს და ასევე საპარლამენტო უმცირესობასაც.
სკოლებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. იგეგმება სკოლების დიფერენციაცია, 200 მოსწავლის ქვემოთ და წამყვანი სკოლები.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კანონში შესული ცვლილებები აუცილებელი იყო და ისინი დისკრიმინაციული ელემენტის გაჩენის შანსს დასაწყისშივე აღმოფხვრიან.
„ეს რეფორმას არ უწყობს ხელს, ეს არის გაუაზრებელი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი კანონები და მათ შორის არის კანონები, რომლებიც უბრალოდ მიუღებელია. მაგალითად ბრენდირების კანონი, რომელიც სუბიექტური პრინციპების წახალისებას უწყობს ხელს და ასევე, ხელს უწყობს პროტექციონიზმს, იმიტომ რომ არაფერზე არ არის ეს დაფუძნებული. გარდა ამისა, ასევე ბუნდოვანია კერძო სკოლების დაფინანსების კანონის გაჩენა,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სერგო რატიანმა.
ოპოზიცია განათლების სამინისტროს ასევე პედაგოგების ხელფასებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს.
ავტორი: ანა წერეთელი.