06 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.78 ლარს აჭარბებს

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, ხვალიდან 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7303 ლარი იქნება, თუმცა ბევრად უფრო მაღალია დოლარის კურსი კომერციულ  ბანკებში. 

17:00 საათის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ბანკ რესპუბლიკაში 2.78 ლარია. 2,77 ლარი ღირს 1 აშშ დოლარი პროკრედიტ ბანკში.

1 დოლარის ყიდვა 2,78 ლარად არის შესაძლებელი საქართველოს ბანკსა და თი ბი სი ბანკში.

2.78.5 ლარი ღირს  1 აშშ დოლარი ვი თი ბი ბანკში.

დღის ამბები