06 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
"ხვალ მოხდება დიდი ლუსტრაცია" - ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის არჩევნებზე საუბრობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატი ნინო ზაუტაშვილი განმარტავს, რომ მას სურს გახდეს დირექტორი, რათა „ნდობის აქტივები“, რომლებიც მან წლების განმავლობაში დააგროვა, „ტელევიზიის ბალანსზე“ გადაიტანოს.

პირველი არხის წამყვანის აზრით, ხვალ სამეთვალყურეო საბჭომ და ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი გამოცდა უნდა ჩააბარონ.

„ხვალ მოხდება დიდი ლუსტრაცია, ლუსტრაცია ბორდის, ლუსტრაცია ხელისუფლებისა და რა თქმა უნდა, კანდიდატობისაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, მე დარწმუნებული ვარ საზოგადოება კარგად აცნობიერებს როგორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვდგევართ ყველანი,“- განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მას რამდენიმე კარგი კონკურენტი ჰყავს, რომელთა არჩევის შემთხვევაში კითხვები არ გაუჩნდება, თუმცა ნინო ზაუტაშვილი არც სახელისუფლებო კანდიდატების არსებობის შესაძლებლობას გამორიცხავს.

კანდიდატმა რუსთავი 2-ის საკითხზეც გააკეთა კომენტარი. მისი აზრით, ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია ნებისმიერ საქმეს კერძო სარჩული მოუძებნოს, თუმცა „რუსთავი 2 უნდა არსებობდეს და მუშაობდეს, როგორიც არ უნდა იყოს ეს არხი.“

ნინო ზაუტაშვილი აზრით, ეკა მიშველაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, რათა თავისი საქმე კვლავ ისე შეასრულოს, როგორც ამას აქამდე აკეთებდა.

დღის ამბები