თითქმის გასამმაგებული გადასახადი ბუნებრივ აირზე - მოხმარების ზრდას ყაზტრანსგაზ-თბილისი ცივ ამინდებს უკავშირებს.
რაც შეეხება გაზის ხარისხს, ამ თემაზე გამანაწილებელი კომპანია პასუხისმგებლობას სატრანსპორტო კომპანიას აკისრებს.
კომპანია დაბალკალორიული აირის მიწოდებას გამორიცხავს, თუმცა არ ასაჯაროებს იმ ხელშეკრულებას, რომელიც ყაზახური და რუსული გაზის ხარისხის შესაბამისობას ადასტურებს.
უხარისხო ბუნებრივი აირის არსებობას კატეგორიულად გამორიცხავენ გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში. კომპანიაში ამბობენ, რომ საქართველოში შემოსული გაზის კალორიულობა სტანდარტებს აკმაყოფილებს.
კურიერმა დღეს იმ ხელშეკრულების დოკუმენტის მოითხოვა, რომელშიც რუსული და ყაზახური გაზის ხარისხის შესაბამისობას დაადასტურებდა, თუმცა კომფიდენციალურობიდან გამომდინარე ხელშეკრულება არ გაასაჯაროვეს.
დავალიანების გაზრდის არგუმენტად ამინდების გაუარესებას არ ეთანხმებიან ექსპერტები. სემეკ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ დღეს გასული წლის ამ პერიოდის ამინდის მაჩვენებლები გამოითხოვა. დადგინდა, რომ რამდენიმე გრადუსით აცივებას ასეთი დიდი სხვაობა დავალიანებაში არ უნდა დაეწერა. გურამ ჩალაგაშვილს ეჭვი უხარისხო აირის შემოტანაზე აქვს.
ბოლო თვეში აბონენტების დიდ ნაწილს ბუნებრივ აირის დანახარჯი მინიმუმ 70%-ით გაზრდილი მიუვიდათ, ზოგ შემთხვევაში კი დანახარჯი თითქმის გასამმაგებულად დაერიცხათ.
ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, გიორგი კვიწინაძე.