06 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები - საქმეზე დაკავებულები შესაძლოა დღეს გაათავისუფლონ

პირადი ცხოვრების ვიდეო კადრების მოპოვება გავრცელების საქმეზე დაკავებულები შესაძლოა დღეს გაათავისუფლონ. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა. ხვალ, 7 იანვარს 6-დან 3 დაკავებულს ე. წ. წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა ეწურება.  

კიდევ 2 ბრალდებული ამ დრომდე იძებნება, რომელთა პატიმრობის ვადის ათვლა მათი დაკავების მომენტიდან დაიწყება.

პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის თქმით, თითქმის 100-ზე მეტი მოწმე დაიკითხა. მისი თქმით, მტკიცებულებებით, ბრალად შერაცხული ქმედებები დასტურდება.

ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი კი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები გათავისუფლდებიან.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ გამამრთლებელი განაჩენი დადგება. იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ ერთი მოწმე იქნა წარმოდგენილი, რომლის ჩვენების სანდოობაში შეტანის უამრავი საფუძველი არსებობს,“-აცხადებს მალხაზ ველიჯანაშვილი. 

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულები მოსამართლემ დარბაზიდან უნდა გაათავისუფლოს. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სამართალდამცველებმა 2016 წლის აპრილში დააკავეს.

დღის ამბები