სუხიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. დღეს ისინი თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს სუხიშვილის 12 ნომერში მათი საცხოვრებელი კორპუსების წინ დაწყებული მშენებლობა.
აქციის მონაწილეებიდან რამდენიმე ადამიანი ამ წუთებში მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მაჟორიტარ დეპუტატს ხვდება.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებს დედაქალაქის მერის მოადგილე, თბილისის საკრებულოს წევრი და ასევე მშენებარე კომპანიის წარმომადგენელი. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.
მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი მოსიძის თქმით, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის და მოსახლეობის ურთიერთობა, თუმცა გადაწყვიტა ჩაერთოს საკითხის მოგვარებაში.
ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი.